საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მარიამ ლორთქიფანიძე – 100"

2022 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეა. მისი მოღვაწეობა მრავალმხრივ არის გამორჩეული. მარიამ ლორთქიფანიძე გახლავთ 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ის წლების განმავლობაში იბრძოდა ქართული ენის და საქართველოს ისტორიის, როგორც დისციპლინის, დასაცავად. თავისი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის გამო, მარიამ ლორთქიფანიძეს მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ.

 

იხ. კონფერენციის პროგრამა.

თარიღი: 22/12/2022